07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
საფრანგეთში პოლიციასა და მიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

მიგრანტების აქცია საფრანგეთში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობა ქალაქ კალეში მიგრანტების ბანაკში მოხდა, რომლის დემონტაჟიც მთავრობამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

ადგილზე სამასამდე მიგრანტი და მათი მხარდამჭერი აქტივისტები შეიკრიბნენ და ბანაკში არსებული გაუსაძლისი პირობები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ბრიტანეთის დროშებიც მიიტანეს და ქვეყნის პრემიერს მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნა მოსთხოვეს.

მომიტინგეების დაშლა პოლიციამ სცადა, რასაც შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დღის ამბები