01 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
ცეზარ ჩოჩელი საარჩევნო მარათონში - ბიზნესმენის მიზნები და გამარჯვების მოტივაცია

ბიზნესმენი, რომელიც აცხადებს, რომ ყველა ხელისუფლების დროს იდევნებოდა, ახალგორის ყოფილი გამგებლის  და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის მცხეთის ოლქში ცეზარ ჩოჩელის სახლთან რამდენიმე ბიზნესია დაკავშირებული. წარმოების მასშტაბებთან ერთად იზრდებოდა ხელისუფლების მიერ შექმნილი წინააღმდეგობებიც. 2013 წელს ცეზარ ჩოჩელი დააკავეს, მასთან დაკავშირებული ყველა საწარმო კი დაყადაღდა.

ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გუბერნატორი ბრალს არ აღიარებდა და სასამართლომ ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. რამდენიმე საწარმოს დახურვის თუ დაყადაღების მიუხედავად, ბიზნესმენი წარმოების არა შეჩერებას, არამედ გაფართოებას აპირებს.

ბიზნესმენი და მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ წინააღმდეგობებს შეჩვეულია, მათ შორის ყველა დროის ხელისუფლების მხრიდან.

ყოფილი რწმუნებულისთვის დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანა საარჩევნო ბრძოლაში მაჟორიტარ კანდიდატად ჩართვის ერთ-ერთი მოტივაციაა.

გამარჯვების შერმთხვევაში ცეზარ ჩოჩელს პარლამენტში დაბრუნება მეორედ მოუწევს. ის დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას და სოციალურად დაუცველების რიცხვის შემცირებას, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საგადასახადო შეღავათების დაწესებას გეგმავს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი. 

დღის ამბები