01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
4 წელი რაფალიანცის გარდაცვალებიდან - დაუსრულებელი გამოძიება და შეუსრულებელი დაპირებები

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა, საქმე კი დღემდე გაუხსნელია. 2012 წელს დატრიალებული ტრაგედიის გახსენება დღეს ოჯახის წევრებს უკვე აღარ სურთ და ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავებენ. 

არის თუ არა რაიმე სიახლე 4 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაში უცნობია, საქმის გამოძიების დასრულებაზე პირობა რამდენჯერმე ყოფილმა და მოქმედმა პროკურორებმა დადეს, თუმცა უშედეგოდ. 

4 წლის განმავლობაში პირველად სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაიხსენა, რომ მის არც ერთ ანგარიშში რაფალიანცის საქმე არ მოხვედრილა, თუმცა მანამდე პოსტსკრიპტუმის ჟურნალისტს უთხრა, რომ არ ახსოვდა. 

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია კახეთში 4 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დატრიალდა. მაშინ ქართული ოცნების წარმომადგენლები მომხდარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ადანაშაულებდნენ.

ავტორი: ლაშა კვესელაძე. 

დღის ამბები