01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში - რომის პაპის ვიზიტი და მკვეთრი განცხადებების მოლოდინი 

რომის პაპის ვიზიტი საქართველოში - პაპი ფანცისკე ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. მან მოინახულა კათოლიკური ეკლესიები, იყო სვეტიცხოველში და აღავლინა წირვა მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე.

წირვას ქართული სამღვდელოებიდან არავინ დასწრებია, მხოლოდ პრეზიდენტი მარგველაშვილი ესწრებოდა წმინდა წირვას.

პირველად  რომის პაპი თბილისს 1999 წელს ეწვია, მაშინაც და დღესაც მათი ლოზუნგი “მშვიდობა თქვენდა” იყო. ადრეც და ახლაც საქართველო ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის, ვატიკანის მხარდაჭერა კი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, მისი ვიზიტი მათ მხარდაჭერას ამტკიცებს, თუმცა ოკუპაციის თემაზე პაპისგან უფრო მკვეთრ განცხადებებს მოელოდა ქართველი ხალხი.

2015 წელს, ფრანცისკე პუტინს მოსკოვში შეხვდა და მას მშვიდობისმყოფელი ანგელოზის ორდენი გადასცა. 

საქართველო ორი დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში იყო.

პაპი ფრანცისკე არა მარტო კათოლიკური ეკლესიის მეთაურია, არამედ ის ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა. იგი პირველი პაპია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

დღის ამბები