01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
სამთავრობო ტენდერები - კომპანია, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროს სურსათის მომარაგების ყველა ტენდერში იმარჯვებდა 

სამთავრობო ტენდერები - სასჯელაღსრულების სამინისტროს კანონით უფლება აქვს საიდუმლოდ მხოლოდ სარემონტო სამუშაოები გამოაცხადოს, თუმცა ამის მიუხედევად, საიდუმლო გრიფი სურსათის შესყიდვებს დაადო. 

ამის მისაღწევად, სურსათის მომწოდებელს მან სასადილოების რემონტი დაავალა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამით კანონის გვერდის ავლა ხდება, რათა დაიმალოს როგორ იმარჯვებდა წლების განმავლობაში ერთადერთი კომპანია სასჯელაღსრულების სამინისტროს სურსათის მომარაგების ყველა ტენდერში.

შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის გიორგი ბაჯელიძის თქმით, 2013 წლიდან დღემდე, მხოლოდ ერთი კომპანია ღებულობს კონტრაქტს.

გიორგი ბაჯელიძე კვებით მომსახურებაზე გრიფით საიდუმლოს დადებას „შეურცხოფას და თვალში ნაცრის შეყრას უწოდებს.“

საკვებზე საიდუმლო გრიფი მას შემდეგ დაადეს, რაც ტენდერში მოულოდნელად გამოჩენილმა კონკურენტმა კომპანიამ დავების საბჭოში იჩივლა და გარიგება ჩაშლა. იმის ნაცვლად, რომ კონკურენტ კომპანიასთან გაეგრძელებინა მოლაპარაკება, სამინისტრომ ტენდერი საერთოდ გააუქმა, ახალს კი უკვე საიდუმლო რეჟიმში ჩაატარებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი ციბაძე, ჯი-ემ-ემ-ის, რომელიც ბოლო წლებია ერთადერთი მომმარაგებელია, მეორე კომპანიით ჩანაცვლების სირთულეზე საუბრობს.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი. 

დღის ამბები