01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
პარაოლიმპიელები პარასპორტში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ

რიოს ოლიმპიადა 29 წლის აკაკი ჯინჭარაძისთვის სადებიუტო იყო. ის უბედური შემთხვევის გამო ეტლს არის მიჯაჭვული.

მან ერთი წლის წინ,  წოლჭიმში მძლეოსნობის პარაოლიმპიურ სახეობაში დაიწყო ვარჯიში. მან ოლიმპიური საგზურის მოპოვებაც შეძლო, თუმცა  რიოში გამგზავრება აკაკი ჭინჭარაძეს პირადი მწვრთნელის გარეშე მოუწია.

პარაოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აკაკი ჯინჭარაძის მწვრთნელი გიორგი წასიძე, მისი აკრედიტაციის გაუქმებას იმ შიდა გარჩევებს უკავშირებს,  რომლის წყალობით პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა უკვე მეორედ ჩამოაშორეს საქმიანობას. წასიძე მისთვის მწვრთნელობის აკრედიტაციის გაუქმებას უსამართლოს უწოდებს.

პარაოლიმპიურ კომიტეტში დაპირისპირება 2 წლის წინ დაიწყო. მაშინ, კომიტეტის ხელმძღვანელობა, მინისტრ ყიფიანის ჩარევით, ორგანიზაციის საქმიანობას ჩამოაშორეს. გადაწყვეტილების უკანონობა, სამივე ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები