07 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა ფეტულა გიულენის ძმა დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა სპეც ოპერაციის შედეგად ქალაქ იზმირში თურქი მილიარდერისა და მუსლიმი მქადაგებლის, ფეტულა გიულენის ძმა დააკავეს.

მას შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრობა ედება ბრალად. სპეც ოპერაცია დაკავებულის ნათესავის სახლში ჩატარდა. ჩხრეკისას ამოღებულია წიგნები ფეტულა გიულენის ავტორობით.

ერდოღანი ფეტულა გიულენს სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სდებს ბრალს. 

დღის ამბები