07 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციელებსა და არასრულწლოვანს შორის სენტ ლუისში - დაჭრილია 14 წლის აფრო ამერიკელი ბიჭი

შეერთებული შტატების ქალაქ სენტ ლუისში, პოლიციელებსა და არასრულწლოვანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

დაჭრილია 14 წლის აფრო ამერიკელი ბიჭი, რომელმაც პოლიციას პირველმა გაუხსნა ცეცხლი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ის პოლიციის დანახვისთანავე გაიქცა, დადევნების შემდეგ კი მათი მისამართით ცეცხლი გახსნა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი.

დღის ამბები