ხელისუფლება დღემდე ცდილობს სასამართლოს გზით რუსთავი 2-ზე გავლენის მოპოვებას, სხვა ტელევიზიებზე კი უკვე მოახდინა გავლენა - ასეთია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის შეფასება.
არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს, მედიის თავისუფლების შესახებ მომზადებულ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები.
დოკუმენტი 2012- 2016 წლებში მედიის თავისუფლების საკითხებს მოიცავს.
„ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას. ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებული მოვლენები და რა თქმა უნდა, ეს არის ქიბარ ხალვაშის სახელით წარმოებული დავა. ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა წამყვანი ტელეკომპანიების ნაწილის სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო რუსთავი 2-თან მიმართებაში, ის ამ გავლენის მოპოვებას ცდილობს სხვადასხვა გზით, მათ შორის სასამართლოს ჩართულობით,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.