19 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
"რუსთავი 2"-ს მოვუწოდებთ, ბოდიში მოუხადოს ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის"- ირაკლი კობახიძე

ახალი ბრალდებები და ერთობლივი შეტევა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. დღეს დილიდან ორ სხვადასხვა ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანია საზოგადოების დეზინფორმირებაში დაადანაშაულეს.

შალვა რამიშვილი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ამტკიცებენ, რომ ტელეკომპანიამ საზოგადოებას გააცნო სოციოლოგიური კვლევის გაყალბებული მონაცემები, რაც მათი თქმით, თითქოს და ე.წ. რევოლუციური სცენარის ნაწილია.

"გაყალბებულია ის მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ რუსთავი 2-ის მეშვეობით შემოგვთავაზეს, ეს კვლევა ნაცმოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა, სავლე სამუშაოები მის მიერ ჩატარდა, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პოლიტიკური აფინაციის შესახებ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ ნიკა გვარამიასგან, რუსთავი 2-ის მხრიდან სიყალბეს, აქედან გამომდინარე, ყურადღებას არ გავამახვილებდით, რომ არ იყოს ეს ყველაფერი ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებული აქვთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, მათ შორის ნიკა გვარამიას. ამ რევოლუციური სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია, მათ შორის ნიკა გვარამიას. რუსთავი 2-ს მოვუწოდებთ ბოდიში მოუხადოს ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები