01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში რთველში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში რთველში მიიღო მონაწილეობა, წარმოშობით ქართველი, ადგილობრივი ფერმერის ვენახში, სადაც ძირითადად ვაზის ქართული ჯიშებია გაშენებული.

ყურძნის კრეფაში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩაგაშვილიც მონაწილეობდა.

ოდესის გუბერნატორმა მეღვინეობის განვითარებაზე და ამ დარგში უკრაინისა და საქართველოს პარტნიორობაზე ილაპარაკა.

„რთველი არის დიდი ზეიმი უკრაინაში. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მეღვინეობა წინ წამოვწიეთ აქ ბოლო წელიწადში,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

დღის ამბები