07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
სირიის არმია ოპოზიციურ ჯგუფებს ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში საკუთარი პოზიციების დატოვებისკენ მოუწოდებს

სირიის არმია ოპოზიციურ ჯგუფებს ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში საკუთარი პოზიციების დატოვებისკენ მოუწოდებს. სამთავრობო ძალები, რუსეთის ავიაციის დახმარებით, ქალაქს უკვე ერთი კვირაა უტევენ.

იარაღის დაყრის შემთხვევაში, სამხედროები მებრძოლებს უსაფრთხო დერეფანს პირდებიან. სირიაში ვითარება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემდეგ უკიდურესად გამწვავდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სირიის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელია. ბორის ჯონსონმა რუსეთი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში მეორედ დაადანაშაულა.

დღის ამბები