07 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
პარიზში კიმ კარდაშიანი დააყაჩაღეს

პარიზში კიმ კარდაშიანი დააყაჩაღეს. რეალითი შოუების ვარსკვლავს პოლიციის ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები სასტუმროს ნომერში დაესხნენ თავს.

გავრცელებული ცნობით, დამნაშავეებმა, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. ყაჩაღობის დროს, თავად კარდაშიანი არ დაშავებულა.

როდესაც ინციდენტი მოხდა, ვარსკვლავის მეუღლე, რეპერი კენი ვესტი ნიუ იორკში კონცერტს მართავდა. მომხდარის გამო მან შოუ შეწყვიტა.

35 წლის კიმ კარდაშიანი პარიზში, დედასთან და დებთან ერთად, მოდის კვირეულზე დასასწრებად იმყოფება. 

დღის ამბები