19 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
"როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან" - ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერებზე კომენტარს აკეთებს

ნიკა გვარამიას კიდევ ერთი საუბრის ჩანაწერი და ბრალდებები რუსთავი 2-ის მისამართით - ამ თემებთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა. 

მისი განმარტებით, ფარული ჩანაწერები პირველი არ არის, თუმცა ამ ტიპის მასალა ნამდვილად პირველია. ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს ჩანაწერი გაკეთებულია მის მიერ, არა ტელეფონით, ეს არის გადაღებული მის მიერ ფარულად.

"ეს მოვლენები, დაახლოებით, ერთი წლის წინ ხდებოდა, როცა ჩვენი საქმის პიკი იყო, ჩემს კოლეგებს ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე მათ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა, მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი, რომ პროვოკაციას არ ჰქონოდა შემდგომში ადგილი, ან თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქმული, შემდეგ მტკიცებულებად გამოგვეყენებინა. ყველაზე პრობლემატურია, როგორ მოხვდა ჩემ მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერი ქსელში, ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, რადგან ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, იყო ჩემს კომპიუტერში დაცული რაღაც პერიოდის განმავლობაში, ის კომპიუტერი საერთოდ აღარ მაქვს და ჩვენს ქსელში რაღაც პერიოდი იყო. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, რასაც ჰქვია კომპიუტერულ ქსელში შეღწევა, ეს არის კიბერდანაშაული, ყველას გვაქვს ეს ჩანაწერი მოსმენილი, გაშიფრულიც გვაქვს აქ, შეიძლებოდა თუ არა ამის გამოყენება, იქ საუბარია, იმაზე, რაც მოისმინეთ, ასევე კიდევ რამდენიმე წუთი გრძელდება ეს ჩანაწერი.

"ჩვენთვის პრობლემატურია ჩვენი შიდა ამბების გატანა გარეთ, ორი ვარიანტია, ან შეღწევა ხდება გარედან, ან შიგნით ჰყავს წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც შიგნიდან გააქვს უკანონოდ მოპოვებული მასალები,"- განაცხადა გვარამიამ. 

ნიკ გვარამიას თქმით, ამით რუსთავი 2-ის დაზარალება შეუძლებელია. 

 

დღის ამბები