01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ტელეკომპანია იმედს 1 მილიონი გადაურიცხა - "მედიის განვითარების ფონდი"

მედიის განვითარების ფონდის კვლევის შედეგები წინასაარჩევნოდ - ორგანიზაციამ მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეისწავლა.

კვლევა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების მიერ ფასიანი სარეკლამო დროის გამოყენებასაც მოიცავდა. შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი მმართველმა სახელისუფლებო პარტიამ ტელეკომპანია იმედში დახარჯა. მონიტორინგი მედიასაშუალებების მფლობელების ცვლილების საკითხს, მათ შორის რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესებს, გადაცემების დახურვას და მომხდარ საჯარო ცვლილებებსაც შეეხო.

მედიის განვითარების ფონდის კვლევა 8 ივნისიდან 30 აგვისტოს პერიოდს მოიცავდა.

„მთავრ პრობლემად რჩება ჟურნალისტთა უფლებების ხელყოფის ფაქტები და პირველ რიგში აქ პრობლემურია ფარული ჩანაწერების საარჩევნოდ გამოყენება და ამ საქმეების გამოუძიებლობა. გარკვეულწილად ჩანს მმართველი გუნდის უპირატესობა, რომელიც გაცილებით მეტ რესურსებს ხარჯავს მედიაში. თუმცა მთლიანობაში ბაზარი პლურალისტურია, მაგრამ ამ პლურალიზმის შენარჩუნებას დიდწილად განაპირობებს რუსთავი 2-ის დარჩენა ბაზარზე იმ სახით რომლითაც ის არის,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელმა თამარ კინწურაშვილმა.

აღნიშნულ თემაზე შეფასება გააკეთა მედიის განვითარების ფონდის მკვლევარმა გელა ბოჩიკაშვილმა. 

„4 დამკვეთი ყავდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, თუმცა ის მაინც არ უსწრებდა ტელეკომპანია იმედს, რადგან მას ქართულმა ოცნებამ გადაურიცხა მხოლოდ მილიონი. ეროვნული ფორუმი იყო ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც ძირითადად საკუთარი პოლიტიკური რეკლამა რეგიონულ მაუწყებლობებში განათავსა,“ - აღნიშნა გელა ბოჩიკაშვილმა.

დღის ამბები