01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
"ენმ"-ის წევრებმა თეთრიწყაროს ტურისტულ ზონად გარდაქმნის შესაძლებლობებზე იმსჯელეს

თეთრიწყაროს ტურისტულ ზონად გარდაქმნის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად.

თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ წიკლაურის მიერ წარდგენილი კონცეფცია, ტერიტორიაზე კულტურული ძეგლებისა და მათთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციას გულისხმობს. 

დოკუმენტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს საცხოვრებელ სახლებსა და ღობეებს. წიკლაურის განცხადებით, თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

დღის ამბები