01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
სოფელ დიდიძენში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები დაკითხვაზე იმყოფებიან

დიდიძენის ინციდენტის მეორე დღეს სამართალდამცავებმა დაკითხვაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები დაიბარეს. ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი კახა ქირია იმყოფება. 

არსებული ინფორმაციით უკვე დაიკითხნენ ინციდენტის შედეგად დაზარალებულები და ქართული ოცნების წევრებიც. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. 

დღის ამბები