01 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაწყო

რუსთავი 2-ის გენერალრუი დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

სამინისტომ ამასთან დაკაშირებით განცხადება გაავრცელა. 

"სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები