01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა

ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

პორტი რამდენიმე ეტაპად აშენდება, ის 9 ფაზას მოიცავს და პირველ ეტაპზე 600-ს მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოებზე 6 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებაც იგეგმება. დღეს გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვესტორი კომპანია იღებს ვალდებულებას საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს სხვადასხვა ობიექტები.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ეს ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი, არამხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

„ანაკლიის ღრმა წყლოვან ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობები იმისათვის, რათა იქცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ. ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს სხვადასხვა ობიექტი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები