01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
წართმეული საწარმოები - ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი მაღალჩინოსნების კონკრეტულ გვარებს ასახელებს

ხმაურიანი ბრალდება ხელისუფლების მისამართით - კერძო საკუთრების შესახებ სკანდალური ისტორიის შესახებ ღიად საუბრობს ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი. ქარხანა 2013 წლამდე სწორედ მისი საკუთრება იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი ისევე დაათმობინეს, როგორც სხვა არაერთი ბიზნესი. კორახაშვილი კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს. ის ამბობს, რომ მისი ბიზნესების წართმევაში მონაწილეობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე და ამავე სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამჟამად კი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. 

ბიზნესმენის პრეტენზიები გაუგებარია მთავრობისთვის. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ გიორგი კორახაშვილს საერთოდ არ იცნობს.

გიორგი კორახაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციას.

კიდევ ერთი ბიზნესი, რომელსაც ასევე არ უნდა ეარსება იყო სასათბურე მეურნეობა წეროვანში. წარმოება რომელიც მუშაობდა დღეს თითქმის მთლიანად დანგრეულია, იქ დასაქმებული ადამიანები კი უმუშევრები არიან.

ავტორი: ეკა გაგუა.

დღის ამბები