01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
2 დღე დაანონსებულ პროტესტამდე - მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები 298 ოჯახი კვლავ კომპენსაციის მოლოდინშია

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები 298 ოჯახი ისევ კომპენსაციის მოლოდინშია -  დაანონსებულ პროტესტამდე ორი დღეა დარჩენილი. სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები 320 ოჯახიდან ამ დრომდე 5 ათას ლარიანი კომპენსაცია სახლის შესაკეთებლად მხოლოდ 22-მა მიიღო. ხულოელები ამბობენ, რომ სახლები დანგრევის პირას ჰესის მშენებლობის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა. პროექტის მიხედვით, ჰესის ასამუშავებლად გვირაბი გაიყვანეს, რომლისთვისაც აფეთქებები გახდა საჭირო.

ხულოელები ამბობენ, რომ კომპენსაციები ოჯახებს უსამართლოდ გადაეცათ და დახმარება პოლიტიკური ნიშნით დარიგდა. სახლების დიდი ნაწილი, რომელშიც სოფელ დიდაჭარის მოსახლეობას უწევს ცხოვრება სახიფათოა.

ადგილობრივი მოსახლეობა თვლის, რომ გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვის უნდა მიეღო დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის თანხები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები კი ამბობენ, რომ კომპენსაციები გეოლოგების დასკვნის საფუძველზეც გაიცა.

ადგილობრივებმა გამგეობის და კომპანიის წარმომადგენლებს რეაგირებისთვის ვადა მისცეს, თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება და კომპენსაციებს არ გასცემენ, ისინი ჰესის მშენებლობის ბლოკირებას გეგმავენ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები