01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
კიდევ ერთი სოფელი, რომელიც სოციალური პრობლემების გამო იცლება - აბრამეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

კიდევ ერთი სოფელი, რომელიც სოციალური პრობლემების გამო იცლება. წყლისა და ბუნებრივი აირის გარდა აბრამეთში მცხოვრები ოჯახებისთვის უკვე რამდენიმე წელია გზის აღდგენაც გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამავე სოფელში მდებარეობს ასი ახალი საწარმოს ფარგლებში გახსნილი ერთ-ერთი, თუმცა დაზიანებული გზის გამო ადგილობრივი ფერმერი მის ამუშავებას ვერ ახერხებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არაბეთში მცხოვრები თემურ კობახიძე, უკვე რამდენიმე წელია თვითმმართველობას მის საწარმომდე მისასვლელი გზის გაკეთებას სთხოვს. ფერმერი მთავრობისგან დაახლოებით 300 მეტრი გზის რეაბილიტაციას ითხოვს.

თემურ კობახიძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გზას არ აკეთებს ის არის, რომ ფერმერი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დაუკავშირდა.

ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი. 

დღის ამბები