01 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
თბილისი - ბეტონის ქალაქი

ბეტონის ქალაქი - ანუ თბილისი. წლების განმავლობაში თბილისში მწვანე საფარი იჩეხება მათ ნაცვლად კი საცხოვრებელი სახლები შენდება. რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს პარტიზანმა მებაღეებმა ის ადგილები აჩვენეს სადაც სხვადასხვა მეთოდებით ხეების განზრახ დაზიანება ხდება, რის შემდეგაც ის ხმობას იწყებს. 

პარტიზანი მებაღეები ამბობენ, რომ გამხმარი ხეების მოჭრისთვის უფლების გაცემა მარტივად ხდება. პარტიზანებისთვის მიუღებელია ჯარიმის ის ოდენობაც, რომლებსაც დეველოპერული კომპანიები მწვანე საფარის დაზიანებისთვის იხდიან, ასევე მიუღებელია წესი, რომ თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება და ამ თანხით არ ხდება დაზიანებული საფარის ჩანაცვლება. 

 

ავტორი: მაია ლომიძე.

დღის ამბები