01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
თბილისი - საცობებისა და ორმოების ქალაქი

დედაქალაქმა უკვე დიდი ხანია მოიპოვა ახალი სტატუსი - საცობების ქალქი. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქალაქში გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში ჭირს, თუმცა ვითარება პიკის საათებში განსაკუთრებით რთულდება. 

საცობების მიზეზებზე თბილისელები ლაპარაკობენ, მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურის არარსებობაა, მეორე პრობლემად ავტომობილების წესების დარღვევით მართვაა, შემდეგი კი დასუფთავების სამსახურის მანქანებია, რომლებიც ქალაქიდან ნაგვის გატანას დღის საათებში ახორციელებენ რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. 

თბილისში მძღოლებისთვისაც და ფეხით მოსიარულეებისთვისაც ერთ-ერთი მთავარ პრობლემას ცუდი ასფალტის საფარი წარმოადგენს. დედაქალაქის ცენტრალურ და მეორე ხარისხოვან გზებზე ბევრი ორმოა, რომელიც ავტომობილების მძღოლებს დამატებით ხარჯებს უჩენს.

თბილისელები ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტმა არსებულ ინფრასტრუქტურას უნდა მოუაროს და ახალი შექმნას.

ავტორი: გვანცა სუთიძე.

დღის ამბები