რუსთავი 2-ის შენობაში დღეს ან ხვალ სპეცოპერაციის ჩატარებას აანონსებს ჟურნალისტი ელისო კილაძე. ქრონიკა პლუსის რედაქტორი ამბობს, რომ ამის მიზეზი არსებული რამდენიმე კადრი იქნება, სადაც ტელევიზიიდან გათავისუფლებული ერთ-ერთი თანამშრომელი რუსთავი 2-ის შენობასთან ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენს.
"საქმე ეხება ყოფილ თანამშრომელს, რომელიც რუსთავი 2-დან არის გაშვებული და არსებობს რამდენიმე ვიდეო კადრი, როცა ის ეწევა ნარკოტიკების რეალიზაცია რუსთავი2-ის ეზოს გარეთ. იგეგმება, რომ ეს ფაქტი დაფიქსირდეს და გადაღებული იქნას რუსთავი 2-ის ეზოში ან შენობაში და შემდეგ ოპერატიული ინფორმაციისა და აღიარებითი ჩვენებების საფუძველზე, ამ პიროვნების, რომელიც თანამშრომლობს სუს-თან, მოხდეს სპეც ოპერაცია რუსთავი 2-ის შენობაში ნარკოტიკების რეალიზატორების დაკავება და რუსთავი 2-ის მარგინალიზაცია," - აცხადებს ელისო კილაძე.