07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ვაშინგტონმა მოსკოვთან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა

ვაშინგტონმა მოსკოვთან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. ოფიციალური გადაწყვეტილება თეთრი სახლის პრეს სამსახურმა დაახმაურა.

ჯოშ ერნესტის თქმით, რუსეთმა ყველას მოთმინება ამოწურა და ის არ სცემს პატივს იმ ვალდებულებებს, რაც ზავის განსახორციელებლადაა საჭირო.

სირიაში კი ბრძოლები ისევ გრძელდება. ასადის არმია წინ მიიწევს ალეპოს რეგიონში. მათ რამდენიმე სოფელზე აღადგინეს კონტროლი.

დღის ამბები