01 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის შედეგები - ფონდს მმართველი გუნდის და ოპოზიციის მიმართ შენიშვნები აქვს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის შედეგები - ფონდმა 9 პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო სოციალური პროგრამები შეისწავლა. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სოციალური საკითხები მეორე პლანზეა საარჩევნო პროგრამებში.

გაკრიტიკებულია მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებებიც, რადგან ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ არაფერია ნათქვამი, როგორ აპირებს ქართული ოცნება ამ დაპირებების შესრულებას. შენიშვნები ფონდს სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც აქვს.

„თუ არ არის დასაბუთება, ძალიან ძნელია ისაუბრო, რამდენად რეალისტურია ესა თუ ის პროგრამა. მმართველ პარტიასაც არ აქვს ხშირ შემთხვევაში მოცემული კონკრეტიკა, არ არის კონკრეტული გეგმები. ასევე, მე ვიტყოდი ოპოზიციურ პარტიაზეც. იქაც არის გარკვეული ხარვეზები,“ - აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა.

დღის ამბები