01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" არჩევნების მიმდინარეობას მთელ საქართველოში დააკვირდება

8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებიან საერთაშორისო გამჭივრვალობა საქართველოს წარმომადგენლები. განცხადბა ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა გააკეთა. 

გიგაური აცხადებს, რომ ორგანიზაციას 8 ოქტომბერს სულ 400 წარმომადგენელი ეყოლება. მანამდე კი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლები აგრძელებენ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებას და დარღვევების გამოვლენას. 

8 ოქტომბერს ორგანიზაცია წინასწარი ინფორმაციით 3 ბრიფინგს გამართავს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში კი ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. 

დღის ამბები