01 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
საქართველოში ელმავლების მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი ქარხანა აშენდება

საქართველოში ელმავლების მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი ქარხანა აშენდება. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს ჩინურ კომპანიასთან საქართველოს რკინიგზამ გააფორმა. ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ 28 ელმავალიც შეიძინა.

„საუბარია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს არამხოლოდ შესყიდვა სარკინიგზო შემადგენლობის, არამედ ლოკალიზაციაც, ანუ წარმოების დიდი ნაწილი იქნას გაწეული საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოხდება ახალი საწარმოო პოტენციალის განვითარება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები