01 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ინგოროყვას კლინიკაში მიყვანილი დაშავებულის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ

აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კლინიკაში რუსთავი2-თან საუბრის დროს აღნიშნეს, რომ დაშავებულის გადარჩენას ამ წუთებში ექიმები ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. სხეულის მძიმე დაზიანებები სამმა ადამიანმა მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. თავად დეპუტატს და მის მძღოლს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. 

დღის ამბები