01 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანი ისევ კლინიკებში რჩება - ერთის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანი ისევ კლინიკებში რჩება.

მძიმე დამწვრობების გამო პირველი კლინიკური საავადმყოფოდან ერთ-ერთი პაციენტი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ინგოროყვას კლინიკაში განთავსებული ორი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე, რომელიც სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამტელის კლინიკის ექიმის თქმით, გვიან ღამით კლინიკაში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ვერ შეძლეს, თუმცა ნივთმტკიცების სახით, მისი ტანსცმელი საგამოძიებო უწყებაში გადაიტანეს.  

ნიუ ჰოსპიტალში გადაყვანილი პაციენტი კი უკვე სახლშია გაწერილი.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა. 

დღის ამბები