01 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
თავდასხმა გივი თარგამაძეზე - ორბელიანის მოედანზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებენ

ორბელიანის მოედანზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებენ. დასრულებულია ნივთმტკიცებულებების, მათ შორის ნამსხვრევების და თითის ანაბეჭდის ნიმუშების აღება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც. თუმცა, რა ინფორმაციის მოპოვება შეძლო შსს-მ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე, ჯერჯერობით უცნობია.

გიგი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ადგილას თითქმის 21 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შემთხვევის ადგილიდან გადაყვანილია ყველა ის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც აფეთქების დროს დაზიანდა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან მტკიცებულებები ამოიღეს, რომელიც საქმის მასალებს დაერთვება. გამოძიება 19, 109-ე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, გუშინ ავტომობილი, რომლითაც გიგი თარგამაძე და მისი მძღოლი გადაადგილდებოდნენ, საღამოს 21:10 წუთზე ორბელიანის მოედანზე აფეთქდა, რა დროსაც დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ერთერთმა საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო.

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები