01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
გუშინდელი შემთხვევა ეს უკვე მასშტაბით სხვა მოვლენაა - ფიქრია ჩიხრაძე

გივი თარგამაძის ავტომობილზე განხორციელებულ თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, ეხმაურება და პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე საუბრობს, სადაც გიორგი მარგველაშვილმა მომხდარს "ტერაქტი" უწოდა.

„როდესაც აფეთქება ხდება ქალაქის ცენტრში, დეპუტატის მანქანაზე ხდება თავდასხმა, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც რიგით შემთხვევითობა. ასეთ დროს წინა პლანზე მოდის შეფასება პოლიტიკური თვალსაზრისით და პრეზიდენტმა ამას უწოდა "ტერაქტი,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი წინასაარჩევნო პერიოდს ძალიან აზარალებს.

„გუშინდელი შემთხვევა ეს უკვე მასშტაბით სხვა მოვლენაა, სხვა შემთხვევაა,“ - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჩიხრაძემ ფაქტის უსწრაფესად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

"ეს ყველაფერი არ წაადგება საქართველოს იმიჯს, არ წაადგება მომავალ არჩევნებს და ზოგადად სახელმწიფოებრიობას ძალიან სერიოზულად არყევს," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

დღის ამბები