01 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
არც ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება და შეძახილები სასამართლო დარბაზში - დავით ჯაფარიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში შეძახილები მოჰყვა. 

დაცვის მხარემ სასამართლოს 5 ათასლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ დავით ჯაფარიძის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროკურატურის არგუმენტები სრულად გაიზიარა.

დავით ჯაფარიძის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოსთვის პროკურატურას რურუას შტაბის უფროსის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია.

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ გამოძიებას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა ჯაფარიძის დანაშაულის დამამტკიცებელი არც ერთი ფაქტი არ დაუსახელებია.

ნიკა რურუა დარწმუნებულია, რომ ჯაფარიძეს იარაღი მთავრობის დავალებით ჩაუდეს.

დავით ჯაფარიძე სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლთან ღამის 2 საათზე დააკავეს. მას ბრალად იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება წაუყენეს, თუმცა მისი ოჯახიც და კოლეგებიც ამტკიცებენ, რომ რურუას შტაბის უფროს იარაღი არასოდეს ჰქონია.

 

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები