07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
გაეროს ახალი გენმდივანი პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახდება

გაეროს ახალი გენმდივანი პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო გუტიერესი, გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გაეროს მაღალჩინოსნების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

პან გი მუნის, რომელსაც ეს თანამდებობა 2007 წლის 1 იანვრიდან ეკავა, შემცვლელის დასანიშნად  ოფიციალური კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ეს ფორმალური კენჭისყრა იქნება, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 

66 წლის ანტონიო გუტიარესი 10 წლის განმავლობაში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელობდა.  

გაეროს გენმდივნის კანდიდატურას უშიშროების საბჭო არჩევს და შემდეგ ხდება დამტკიცება. უშიშროების საბჭოს მიერ დღეს გამართულ შესარჩევ კენჭისყრაზე მის კანდიდატურას მოწინააღმდეგე ფაქტობრივად არ ჰყოლია.    

რუსეთის ელჩმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა, ისიც კი განაცხადა, რომ ის რუსეთის "ღია ფავორიტი" იყო.  

 

დღის ამბები