07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში

გაეროს შემდეგი გენერალური მდივნის ვინაობა ცნობილია. პან გი მუნს პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი ანტონიუ გუტიერეში ჩაანაცვლებს. გაეროს უშიშროების საბჭომ მას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. დღეს გაეროში მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კიდევ ერთი, ფორმალური კენჭისყრა გაიმართება.

გუტიერეში ბოლო 10 წლის განმავლობაში დევნილთა საკითხებში გაეროს სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ის მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.

დღის ამბები