07 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ტერაქტის სამიზნე ქაბულში ის ავტობუსი იყო, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ემსახურებოდა. აფეთქების დროს ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. დაშავებული მძღოლი და გამვლელები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა ავღანეთში განხორციელებული ტერაქტების უმრავლესობა ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის მიერაა მოწყობილი.

დღის ამბები