07 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
"როლინგ სტოუნზი" ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველ სტუდიურ ალბომს გამოუშვებს

როლინგ სტოუნზი ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველ სტუდიურ ალბომს გამოუშვებს. ოფიციალურ განცხადებას ბრიტანული როკ ბენდის წევრები დღეს გააკეთებენ. ჯგუფმა ტვიტერის ქსელში უკვე გაავრცელა ახალი კომპოზიციის 10 წამიანი ნაწყვეტი და სტუდიაში მათი მუშაობის ამსახველი ვიდეომასალა.

ლეგენდარულმა მუსიკოსებმა ბოლო ალბომი 2005 წელს გამოუშვეს, თუმცა გასული თვეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი კონცერტი გამართეს.

როლინგ სტოუნზი მარტში პირველად წარდგა თაყვანისმცემლების წინაშე კუბაში, რამდენიმე დღეში კი სამხრეთ კალიფორნიაში დაგეგმილ მუსიკალურ ფესტივალშიც მიიღებს მონაწილეობას.


დღის ამბები