01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
საიას ანგარიში - ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებულად მოიმატა დარღვევებმა

ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებულად მოიმატა დარღვევებმა - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო გარემოს. 

სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, გამოვლინდა ოფისების დარბევის, ქურდობის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო აგიტაციის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.

ახალგაზრდა იურისტები ყურადღებას ამახვილებენ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზეც და მოუწოდებენ ხელისუფლებას მაქსიმალურად უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება.

„ივნისის და ივლისის პერიოდი იყონ გაცილებით უფრო მშვიდი, თუმცა აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში რამდენჯერმე მოიმატა დარღვევების რაოდენობამ და ასევე მძიმე დარღვევებიც დაფიქსირდა. განსაკუთრებით  ყურადღებას იქცევდა წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის და ფიზიკური ძალადობა - დაპირისპირების ფაქტები, სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები, უკანონო აგიტაციის შემთხვევები,  იყო ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის, სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

დღის ამბები