01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
კარგია, რომ არ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა - კოტე ჩოკორაია

"კარგია რომ არ მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა,"- ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი, კოტე ჩოკორაია, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს. მას მიაჩნია, რომ მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, წყნარ და ჯანსაღ გარემოში იფიქრონ და მიიღონ გადაწყვეტილებები მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ხდება. 

ჩოკორაია ამბობს, რომ დღეს რამდენიმე მოსამართლის მხრიდან ჰქონდა მცდელობას ადგილი დაჩქარებული წესით მომხდარიყო თავმჯდომარის არჩევა. ჩოკორაია ამბობს, რომ შესაძლოა არსებობს, უკვე ერთი კანდიდატი, რომელსაც 5 მოსამართლე უჭერს მხარს. სწორედ ამდენი მოსამართლის ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად. 

ჩოკორაია თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად მინისტრმა წულუკიანმა და სხვა მთავრობის წარმომადგენლებმა არ უნდა გააკეთონ სასამართლოს საქმიანობის შესახებ განცხადებები. ჩოკორაია ამბობს, რომ წინა თვეების განმავლობაში ღიად ხდებოდა პოლიტიკოსების ჩარევა საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ საქმეებში. 

"ზუსტად სამოქალაქო სექტორმა უნდა გააკეთოს კომენტარები, როცა კანონმდებლობას ეხება. იუსტიციის მინისტრმა თავად უნდა შეიკავოს თავი ამგვარი განცხადებებისგან. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ერეოდნენ, არა მხოლოდ კულუარულად, არამედ საჯაროდაც სასამართლოს საქმიანობაში,"- აცხადებს ჩოკორაია.  

დღის ამბები