01 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
გივი თარგამაძეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავებული 5 ადამიანი - ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ორის დღის წინ გივი თარგამაძის ავტომობილზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის შედეგად, 59 წლის ლალი კიკნაძემ ტვინის შერყევა მიიღო და ჰოსპიტალიზებაც დასჭირდა.

69 წლის მზიანა სურმავას ტვინის შერყევასთან ერთად, თავზე ღია ჭრილობებიც აქვს. ამბობს, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, გონზე კი მხოლოდ პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს მოვიდა.

გაცილებით მძიმეა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული, მიკროავტობუსის მძღოლი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება.

ერთმა მათგანმა, მსუბუქი დაზიანებასთან ერთად, ფინანსური ზარალიც განიცადა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ავტომობილი და პროდუქტი, რაც მამაკაცის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

მომხდარიდან სამი დღის შემდეგ უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება.

ავტორი: ანა წერეთელი 

დღის ამბები