01 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
"შეიმჩნევა საკმაოდ დაძაბული ვითარება"-სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს

წინასაარჩევნოდ მომხდარი დაპირისპირების ფაქტებს და მათ გამოუძიებლობას საგანგაშოდ აფასებენ არასამთავრობოები.

განცხადებას აკეთებს სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი  არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა დაუსჯელობამ უშუალოდ არჩევნების პროცესზეც იმოქმედოს და უარყოფითად აისახოს საერთო გარემოზე.

„ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ დაძაბული ვითარება, რამდენიმე ინციდენტი, რაც ფონთან დაკავშირებით ცვლის სურათს. აუცილებელია ყველა ინციდენტი იყოს მაქსიმალურად ბოლომდე გამოძიებული. არ გვაქვს უფლება დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესებს უშუალოდ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე, თუმცა 26 მობილური ჯგუფი იმუშავებს რეგიონებში, ასევე თბილისშიც, ჩვენ ყველა შეტყობინებაზე მოვახდენთ რეაგირებას,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

არასამთავრობოები პოლიტიკურის პარტიების პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. არჩევნების მიმდინარეობას არასამთავრობოები თბილისსა და რეგიონებში დააკვირდებიან. სულ არჩევნებს 91 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს ასევე სახალხო დამცველის აპარატიც.

 „განსაკუთრებით ამძიმებს ფონს ძალადობრივი ინციდენტები, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომ არ დაძაბონ ქვეყანაში არსებული ვითარება,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები