01 ოქტომბერი 2024,   15:41
ვრცლად
ხუთი დღეა, რუსეთშია წასული და როგორ მონაწილეობდა, გამაგებინეთ - დავით ხეჩუაშვილის მამის პირველი კომენტარი

ამ დროისთვის ხეჩუაშვილების ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, გლდანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

უკვე პირველი კომენტარი გააკეთეს დავით ხეჩუაშვილის მშობლებმა. მათი თქმით, მათ შვილს რაიმე სახის კავშირი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან გამორიცხულია, რადგან ის 5 დღეა, რუსეთში იმყოფება.

ანზორ ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი თავის დროზე ეჭვმიტანილი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილ ტერაქტში და ამის გამო ის დაკავებულიც იყო, შემდგომ კი დავით ხეჩუაშვილი თავდაცვის და შინაგან სამინისტროებში მუშაობდა.

ანზორ ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ ასევე მისი შვილი მონაწილეობდა მუხროვანის ამბოხში.

"ხუთი დღეა, წასულია და როგორ მონაწილეობდა, გამაგებინეთ, რუსეთშია სამუშაოდ,“ - განაცხადა ანზორ ხეჩუაშვილმა. 

ამ დროისთვის ასევე სპეცოპერაცია მიმდინარეობს კრწანისში, დიდხევის ქუჩაზე, ჩარგეიშვილების ოჯახში. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ქერჩის ქუჩის 22 ნომერში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ.

ცნობილია, რომ არცერთი ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. არ კეთდება ასევე ამ ეტაპისთვის ოფიციალური განცხადებები. თუმცა, ცნობილია, რომ კრწანისში მიმდინარე სპეცოპერაციაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს უკავშირდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები