01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
ინციდენტი ბათუმში, პაატა ბურჭულაძის დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს

ბათუმში 74-ე საარჩევნო უბანზე პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელი და უსკო-ს წარმომადგენელი შორენა ჭაღალიძე  წილისყრის დროს უბანზე არ შეუშვეს. 

არშეშვების მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, წევრთა სურვილი გახდა, რომ დამკვირვებლების გარეშე ჩაეტარებინათ წილისყრა და სასურველი ადგილები ისე გადაენაწილებინათ. 

პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს დარღვევა იყო, თუმცა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ ეს დარღვევა არ ყოფილა.

დღის ამბები