01 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებზე - "აგვედევნა 4 მანქანა და გვცემეს"

თავდასხმა მოხდა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებზე თბილისში. მონიტორებს, რომლებიც საარჩევნო პროცესს 48-ე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

როგორც რუსთავი 2-სთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც დამკვირვებლებმა, საარჩევნო უბანი დატოვეს და სახლში წავიდნენ, მათ 4 ავტომობილი აედევნა. სახლთან მისულები კი სასტიკად სცემეს. შემთხვევა ბოჭორიშვილის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 

დაზარალებულები მამა-შვილი არიან. 

დღის ამბები