01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. კურიერის ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა. ​

​გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს თავმჯდომარე კაბინაში შეყვა. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ამომრჩევლებს ოცნების მხარდაჭერას სთხოვდნენ და თანხასაც სთავაზობდნენ.

დარღვევების შესახებ განცხადება გაკეთდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. პარტიის წევრი პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ 103-ე საარჩევნო უბანზე პოლიციის მაღალჩინოსნები არიან მობილიზებულები. ზამბახიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბანში თემურ მახარაძე და სამმართველოს უფროსის მოადგილე მოსიძე იმყოფებოდნენ. 

საარჩევნო უბნებთან სამართალდამცავების მობილიზების შესახებ საუბრობს არმაზ ახვლედიანიც. 

ბრალდებები უარყვეს ქართულ ოცნებაში და აღნიშნეს, რომ მათ მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

აჭარაში უსკო-ს მონაცემებით 19%-იანი აქტივობა ფიქსირდება. 

დღის ამბები