01 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში 51-ე 52-ე საარჩევნო უბნებზე დიდი რაოდენობით ჯგუფების მობილიზება შეინიშნება

ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში 51-ე 52-ე საარჩევნო უბნებზე დიდი რაოდენობით ჯგუფების მობილიზება შეინიშნება. ამის შესახებ ადგილიდან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დამკვირვებელი იტყობინება.

ქრისტი წიქარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე მისული მამაკაცი ითხოვდა, რომ მისი მშობლისთვის, რადგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, სიის საშუალებით მიეცათ ხმის მიცემის უფლება, რაზეც უარი მიიღო, რაც მისი გაღიზიანების მიზეზი გახდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ფაქტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა კომისიის წევრების დამკვირვებლების და თავმჯდომარის მისამართით. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც და ცესკოს წარმომადგენლებიც.  

ქრისტი წიქარიშვილის თქმით, გარეთ მყოფ მამაკაცებს თან აქვთ სია და მისულ ამომრჩეველს მითითებას აძლევენ, ვის მისცეს ხმა.

 

 

 

დღის ამბები