01 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
ხმაურით მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა ზემო ეწერის 72-ე საარჩევნო უბანში

ხმაურით მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა ზემო ეწერის 72-ე საარჩევნო უბანში. ხმაური მიზეზია ის ფაქტი, რომ როგორც აღმოჩნდა, 24 საარჩევნო ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა. აქედან ის 20 ბიულეტინია ბათილად გამოცხადებული, სადაც ამომრჩეველს შემოხაზული აქვს ნაციონალური მოძრაობა.

ამ ბიულეტინების გაბათილების მიზეზია, რო რეგისტრატორს გამორჩა მასზე ხელის მოწერა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა, რასაც კომისიის თავმჯდომარე და რეგისტრატორი უარყოფენ.

ამ წუთებში კონკრეტულ უბანზე ხმის დათვლის პროცესი შეფერხებულია.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიიდან ითხოვენ ხარვეზის გამოსწორებას. 

დღის ამბები