01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს საარჩევნო პროცესების უსაფრთხო გარემოში წარმართვა - საია განცხადებას ავრცელებს

საარჩევნო უბნებზე არსებულ სიტუაციაზე განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დაახლოებით 23 საათისთვის ადგილი ჰქონდა დაუდგენელი პირების შეჭრას ზუგდიდის 108-ე უბანზე (სოფელი ჯიხაშკარი).

"აღნიშნულმა პირებმა ქვები ესროლეს და ჩალეწეს საარჩევნო უბნის ფანჯრები, ძალის გამოყენებით შეაღწიეს უბანზე, მიმოფანტეს საარჩევნო ბიულეტენები და დალეწეს საარჩევნო ინვენტარი. უბანზე იმყოფებოდა 1 პოლიციელი, რომელმაც ბუნებრივია ვერ განახორციელა სათანადო რეაგირებ დ დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბანზე," - ნათქვამია განცხადებაში.  

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ნაცემია და ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კავშირის 2 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ აღნიშნული ინციდენტი. საფრთხე შეექმნა საიას დამკვირვებელსაც, რომელმაც ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს საარჩევნო პროცესების უსაფრთხო გარემოში წარმართვა და დამკვირვებელთა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირთა უსაფრთხოება," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში 

დღის ამბები