01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
ამბრელას წევრი ლუკა ფეიქრიშვილი ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან თავდასხმაზე საუბრობს

ამბრელას წევრი, ლუკა ფეიქრიშვილი, აცხადებს, რომ ტაბახმელაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ ქართული ოცნების აქტივისტები. მისივე განმარტებით, დაახლოებით 20-25 ადამიანი მას თავს დაესხა და ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენეს.

როგორც თავად განაცხადა, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველად დახმარებას აღმოუჩინა და ამ წუთებში პოლიციაში მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც თავად სატელეფონო საუბარში ყვება, 37-ე საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა, როდესაც მას თავს დაესხნენ.  

ადგილზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე, რომელიც ადგილზე ლუკა ფეიქრიშვილის მდგომარეობას გაეცნო. 

დღის ამბები